შალვა პაპუაშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის საჭიროებას ვერ ხედავს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის საჭიროებას ვერ ხედავს.

„არ მგონია საგანგებო სხდომის საჭიროება იყოს. საკითხის პარლამენტში განხილვის დიდ აუცილებლობას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ვაპირებ შევხდე უკრაინის ელჩს და მისგან მივიღო ინფორმაცია. სამწუხაროდ, ომის თავიდან აცილება ვერ მოხდა. ახლა მთავარია ომის შეჩერება. ამის ერთადერთი ინსტრუმენტი არის საერთაშორისო საზოგადოების ქმედითი ღონისძიებები“, - განუცხადა ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?