26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

იგორ დოლგოვი - საქართველო არის უკრაინის სტრატეგიული პარტნიორი, ძალიან აღელვებულები ვართ, რომ ვხედავთ თქვენს მხარდაჭერას

საქართველო არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ ძალიან აღელვებულები ვართ, რომ ვხედავთ თქვენს მხარდაჭერას არა მხოლოდ ოფიციალურ დონეზე, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც დოლგოვმა აღნიშნა, ის დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდება.

„საქართველო არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. მე დილიდან მქონდა კონტაქტები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, პრეზიდენტთან; ასევე გავმართე შეხვედრა პარლამენტის სპიკერთან. თქვენთან შეხვედრის შემდეგ გავემგზავრები საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომ გავმართო შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან. ჩვენ ძალიან აღელვებულები ვართ, რომ ვხედავთ თქვენს მხარდაჭერას არა მხოლოდ ოფიციალურ დონეზე. დღეს დილიდან საელჩოსთან ვხედავთ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს, უკრაინის მოქალაქეებს, სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რათა მხარდაჭერა გამოხატონ უკრაინის მიმართ. მე და ჩემი მეგობრები მთელი დღის განმავლობაში ვიღებთ ძალიან ბევრ ზარს საქართველოს მოქალაქეებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, საქმიანი წრეებიდან, რომლებიც გვეკითხებიან - გვითხარით, რა გჭირდებათ! რა თქმა უნდა, დახმარება არის საჭირო, ვინაიდან, შეიარაღებული აგრესიის გამო უკრაინამ დაკეტა თავისი საჰაერო სივრცე. ავიამიმოსვლა თბილისს და კიევს შორის, ასევე უკრაინის სხვა ქალაქებს შორის შეჩერებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინელებს, რომლებიც საქართველოში არიან, ასევე ქართველებს, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან, არ აქვთ შესაძლებლობა საკუთარ სამშობლოში, ნათესავებთან და მეგობრებთან ჩამოვიდნენ. ისინი ასევე მოითხოვენ დახმარებას მორალური მხარდაჭერის თვალსაზრისით და კეთილი, ადამიანური სიტყვით“, - განაცხადა დოლგოვმა.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის