აშშ უკრაინას დამატებით 54 მილიონ დოლარს გამოუყოფს

აშშ რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებულ უკრაინელებს ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით 54 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნული თანხიდან 26 მილიონ აშშ დოლარს უკრაინას სახელმწიფო დეპარტამენტი გამოუყოფს, 28 მილიონი აშშ დოლარი კი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გამოყო.

„ჩვენი პარტნიორობა უკრაინელ ხალხთან მტკიცეა. ორიენტირებული ვართ უკრაინის გადაუდებელ ჰუმანიტარულ საჭიროებებზე, რაც რუსეთის წინასწარგანზრახულ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმაზე ჩვენი პასუხის მნიშვნელოვანი ნაწილია. რიგითი უკრაინელების კეთილდღეობის გათვალისწინებით, ჩვენ ვაცხადებთ დაახლოებით 54 მილიონი აშშ დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას რუსეთის შემდგომი შემოჭრის შედეგად დაზარალებულთათვის,“ - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მათი განმარტებით, ჰუმანიტარული დახმარების ეს ბოლო ტრანში დამოუკიდებელი ჰუმანიტარული ორგანიზაციების დახმარებით გადაირიცხება.

„ჰუმანიტარული დახმარება მოუცავს საკვებს, უსაფრთხო სუფთა წყალს, თავშესაფრებს, გადაუდებელ სასწრაფო დახმარებას და დაცვას. ჩვენი დაფინანსება ასევე დაეხმარება ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს კონფლიქტის გამო დაშორებულ ოჯახის წევრებს შორის კონტაქტის შენარჩუნებაში, რაც, იმედია ზოგიერთ შემთხვევაში ოჯახების გაერთიანებას გამოიწვევს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს