The Times - კიევში 400-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი იმყოფება, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა აქვს დავალებული

კიევში 400-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი იმყოფება, რომელსაც კრემლისგან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა აქვს დავალებული, - ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გასამხედროებულმა ფორმირებამ, „ვაგნერის ჯგუფმა“, რომელსაც პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე მართავს, ხუთი კვირის წინ აფრიკიდან დაქირავებული ჯარისკაცები ჩამოიყვანა და სოლიდური ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი მთავრობის წევრების ლიკვიდაცია დაავალა.

The Times-ი წერს, რომ მათი მისიის შესახებ ინფორმაცია უკრაინის მთავრობისთვის შაბათს დილით გახდა ცნობილი. რამდენიმე საათის შემდეგ კიევმა 36-საათიანი „კომენდანტის საათი“ გამოაცხადა და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ გარეთ გასვლის შემთხვევაში კრემლის აგენტებად ჩაითვლებოდნენ და ლიკვიდაციის საფრთხე დაემუქრებოდათ.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში