მეხანძრეებს არ შეუძლიათ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურამდე მიღწევა, - ამის შესახებ CNN, ახლომდებარე ქალაქ ენერგოდარის მერის, დმიტრო ორლოვის მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით, ინფორმაციას ავრცელებს.
,,ზაპოროჟიეს ელექტროსადგური ჰესის პირველ ბლოკზე საფრთხის შესახებ იტყობინება! ქარხანაში ხანძარი გრძელდება. მეხანძრეები ხანძრის ადგილზე მისვლას ვერ ახერხებენ", - წერს ორლოვი.
შეგახსენებთ, უკრაინული მხარის ინფორმაციით, ცოტა ხნით წინ, ევროპაში უდიდეს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსული მხარის მიერ ინტენსიური დაბომბვის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა. აღნიშნულს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ,,ტვიტერში" გამოეხმაურა და დაწერა: ,,რუსული არმია ყველა მხრიდან ესვრის ევროპაში ყველაზე დიდ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ხანძარი უკვე გაჩნდა. თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება! რუსებმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი, დაუშვან მეხანძრეები, შექმნან უსაფრთხოების ზონა!".
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"