ლევან დავითაშვილი - დღეს ობიექტური ფაქტორები არ არის, რომ ლარი უფასურდებოდეს, ძირითადად ემოციური ფაქტორებია

დღეს ობიექტური ფაქტორები არ არის, რომ ლარი უფასურდებოდეს, ძირითადად ემოციური ფაქტორებია, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკურ პროცესებთან მიმართებით სიმშვიდე, პრაგმატულობა და სწორი ნაბიჯების გადადგმა არის ერთადერთი, რომ ვალუტის კურსი შენარჩუნებული გვქონდეს.

„ლართან დაკავშირებით ემოციური ფაქტორები არის შიგნით. აქ ხელისუფლების დიდი სურვილი, მოწოდება და თხოვნა ზოგადად, მთლიანად საზოგადოებასთან არის ერთადერთი - მნიშვნელოვანია ნაკლები ემოციებით შევხედოთ (ეკონომიკური პროცესების ნაწილში ვამბობ). ეს არის ის ემოციური ფონი, რომელიც დღეს არსებობს და რომელიც ეკონომიკაში გადადის. გავმიჯნოთ, ერთია ცალსახად ჩვენი სოლიდარობა და საკითხი, რომელიც უკავშირდება ოკუპაციას, აგრესიას, სადაც ჩვენ მშვიდი ვერ ვიქნებით, მაქსიმალურად ემოციურები ვიქნებით და ვართ, ასეა თითოეული მოქალაქე, არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობას, სტატუსს და პოზიციას.

რაც შეეხება ეკონომიკურ პროცესებს, ეს არის ძალიან მგრძნობიარე და ბევრი თქვენგანი ექსპერტული ცოდნით გამოირჩევა იმიტომ, რომ ხშირად ეკონომიკურ თემებზე მუშაობთ. ამიტომ, თქვენც კარგად გესმით, რომ ეკონომიკურ პროცესებთან მიმართებით სიმშვიდე, პრაგმატულობა, სწორი ნაბიჯების გადადგმა არის ერთადერთი, რომ ჩვენ ვალუტის კურსი შენარჩუნებული გვქონდეს. დღეს ობიექტური ფაქტორები არ არის, რომ ლარი უფასურდებოდეს, ძირითადად ემოციური ფაქტორებია. ამას მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტები ან მხოლოდ ეროვნული ბანკი ვერ გააკეთებს, დარწმუნებული ვართ, მთელი საზოგადოება მოვახერხებთ იმას, რომ ლარი თავის წონასწორობის ნიშნულს ნახავს. ეს მერყეობა დასტაბილურდება და ლარის კურსი მშვიდ რეჟიმში იქნება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით