ევროკომისია უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს განიხილავს

უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ევროკომისია განიხილავს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმოქმედმა წარმომადგენლებმა ბოლო კვირის განმავლობაში მიღებული განაცხადები დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს.

ევროპის ქვეყნების 27 მუდმივი წარმომადგენელი შეთანხმდნენ, მოიწვიონ ევროკომისია, რათა ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მიერ წარდგენილ თითოეულ განცხადებაზე მოსაზრება წარმოადგინოს.

უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხდების განხილვას ევროკავშირის ელჩების ორგანიზებით ევროპულმა საბჭომ უნდა მოაწეროს ხელი. BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნული პროცედურა მხოლოდ ფორმალობას წარმოადგენს.

ბრიტანული მედიასაშუალება ასევე აზუსტებს, რომ შესაძლოა აღნიშნული პროცესი დროში გაიწელოს - არ არის გამორიცხული, რომ კომისიას დასკვნის მოსამზადებლად 18 თვე დასჭირდეს. ამასთანავე, თუკი პროცესმა წარმატებით ჩაიარა, სამი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სავარაუდოდ წლების განმავლობაში გაგრძელდება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია