სააპელაციო სასამართლომ 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილის მიმართ შეფარდებული უვადო პატიმრობა ძალაში დატოვა

20 წლის ანა ნაცვლიშვილის სასტიკ მკვლელობაში მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და მის მიმართ შეფარდებული უვადო პატიმრობა ძალაში დარჩა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ - სამი მოსამართლის შემადგენლობით უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენი.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა.

პროკურორმა საკუთარ სიტყვაში იმ არაერთ მტკიცებულებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მსჯავრდებულის წინააღმდეგაა მოპოვებული. ამასთან, ბრალდების მხარე დანაშაულის სიმძიმეზე და სისასტიკეზე ამახვილებდა ყურადღებას. რაც შეეხება თავად ბრალდებულს, მან დღეს საბოლოო სიტყვით ისარგებლა. ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია. განაჩენის გამოცხადებას მოკლულის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ისინი სასამართლოს განაჩენით კმაყოფილები არიან.

ცნობისთვის, 2018 წლის 22 თებერვალს, ანა ნაცვლიშვილი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მისი შეყვარებული - ლადო გრიგალაშვილი დააკავეს. მან ანა ნაცვლიშვილი შემთხვევის დღეს სახლიდან გაიყვანა და დანით 33 ჭრილობა მიაყენა. თავისა და კისრის არეში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობებით ანა ნაცვლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნული დანაშაულისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ ლადო გრიგალაშვილს უვადო პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გრიგალაშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სწორედ აღნიშნული საჩივარი არ დააკმაყოფილა დღეს სასამართლომ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში