გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, კიევის ოლქში, შეტაკებისას ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

არსებული ცნობით, ქართველები აფეთქებისას, ირპენში დაიღუპნენ.

როგორც უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები წერენ, დაბომბვაში დაახლოებით 10 ქართველისგან შემდგარი ჯგუფი მოჰყვა. დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ სოციალურ ქსელში წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც, რომელიც უკრაინაში იბრძვის.

„ინტერპრესნიუსი“ მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების განცხადებით, ამ დროისთვის საელჩოში საქართველოს 2 მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა