გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას ოპოზიციის მონაწილეობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ფორმატის შექმნისკენ მოუწოდებს

სტრატეგია აღმაშენებელი“ ხელისუფლებას, ოპოზიციის მონაწილეობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ფორმატის შექმნისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ გიორგი ვაშაძემ დღეს, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვაშაძე ასევე შეახსენებს ხელისუფლებას მათ ინიციატივას ბრიუსელში ერთობლივი ვიზიტის თაობაზე და აღნიშნავს, რომ ეს ინიციატივაც ძალაშია.

„უკრაინაში რუსული აგრესიის და შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ქვეყანა იმყოფება უდიდესი გამოწვევების წინაშე. ახლა არ არის შიდა დაპირისპირების და ვიწრო პოლიტიკური და პარტიული ინტერესების გატარების დრო. ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოება და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არის ის პრიორიტეტები და გამოწვევები, რომლებზეც ხელისუფლებას და სახელმწიფოს მართებს დაუყოვნებლივი რეაგირება. დასაკარგი დრო არ გვაქვს. კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ერთობლივი კონსულტაციები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და შეიქმნას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ფორმატი, ხელისუფლების და ოპოზიციის ერთობლივი მონაწილეობით, რომლის მიზანიც იქნება: მშვიდობის და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და აღებული ვალდებულებების დროული შესრულების მონიტორინგი; ეკონომიკური და ენერგო უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.

მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, რომ უახლოეს პერიოდში დააფიქსირონ პოზიცია ჩვენი შეთავაზების შესახებ. შეგახსენებთ, რომ 3 მარტს, იმავე დღეს, როცა პრემიერმა ხელი მოაწერა საქართველოს განაცხადს ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების შესახებ, მე მივმართე ხელისუფლებას კონკრეტული წინადადებებით, რომ გვენახებინა მსოფლიოსთვის ამ საკითხზე ერთსულოვნება და შეგვექმნა ერთობლივი დღის წესრიგი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, თუმცა ამ წინადადებას რეაგირება არ მოჰყოლია. აღნიშნული საკითხები არ არის მხოლოდ მთავრობის ან მხოლოდ ერთი პარტიის პრეროგატივა. საკითხი ეხება ეროვნულ უსაფრთხოების ინტერესს და საჭიროა ეროვნული ერთობის ჩვენება, რაც მოითხოვს მჭიდრო კოორდინაციას ხელისუფლებას, ოპოზიციას და საზოგადოებას შორის“, - განაცხადა ვაშაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს