გუბაზ სანიკიძე - ან გენერლები გაგუდავენ პუტინს, ან პუტინი დაწყვიტავს ყველა გენერალს - პავლე პირველი როგორ მოკლეს? „ტაბაკერკა“ ჩაარტყეს თავში და მერე ყელსახვევით გაგუდეს

გენერლებმა პუტინი გააფრთხილეს, ომი არ დაიწყოო. ახლა იქ არის ასეთი სიტუაცია, რომ ან გენერლები გაგუდავენ პუტინს, ან პუტინი დაწყვიტავს ყველა გენერალს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

კითხვაზე, თუ რა შეიძლება იყოს პუტინის დასასრული, გუბაზ სანიკიძე პასუხობს, რომ ტრიბუნალი გაიწელება და მას ქვეყნის „შიგნიდან“ მოიშორებენ.

„შიგნიდან, ტრიბუნალი გაიწელება და... შიგნიდან. მე მაინც ვფიქრობ, რომ „ტაბაკერკა“, პავლე პირველს რომ რეკეს თავში, თამბაქოს ყუთი. პავლე პირველი როგორ მოკლეს? „ტაბაკერკა“ ჩაარტყეს თავში და მერე თავადი იაშვილის ყელსახვევით გაგუდეს. რუსეთის ისტორია სულ შეთქმულებების ისტორიაა, აშკარად ჩანს გენერალიტეტსა და პუტინს შორის დაპირისპირება. გენერლებმა პუტინი გააფრთხილეს, რომ ომი არ დაიწყოო. მაინც დაიწყო ხომ? ახლა იქ არის ასეთი სიტუაცია, რომ ან გენერლები გაგუდავენ პუტინს, ან პუტინი დაწყვიტავს ყველა გენერალს. შედეგი მაინც ერთია - მარცხი", - განაცხადა სანიკიძემ.

მისივე თქმით, უკრაინამ, რომელსაც რუსეთზე 4-ჯერ ნაკლები ადამიანური რესურსი აქვს, "მათი სანაქებო წითელი არმია შუაზე გააპო".

სანიკიძის თქმით, რუსეთი, როგორც სამხედრო იმპერია, ჩვენს თვალწინ მარცხდება.

„რუსეთის მთელი ისტორია არის, რომ ჩვენზე მაგარი ხალხი არ დაბადებულა. ჩვენ ვერავინ გვერევა. აგერ, მარტო უკრაინა, რომელიც 4-ჯერ ნაკლებია თავისი მოსახლეობით, რესურსებით, 4-ჯერ ნაკლებმა ქვეყანამ მათი სანაქებო წითელი არმია გააპო შუაზე.

უკრაინის გენშტაბის ამოცანა არის, რომ რუსეთის დანაკარგი ნახევრამდე აიყვანონ. ახლა რუსეთის დანაკარგი 40%-ია. ნახეთ, როგორ მოქმედებს უკრაინის არმია. შეუძლია გადავიდეს კონტრიერიშზე, მაგრამ არ გადადის. მათი შიდა სტრატეგია არის რუსული სამხედრო მანქანის დაფქვა. ეს უახლოეს პერიოდში მოხდება. რუსულ არმიას ნელ-ნელა ფქვავენ. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ახლა ვლადიმერ პუტინს და რუს ხელისუფლებას აქვს, ისაა, რომ დრო აღარ აქვთ უკვე.

რუსეთი ის ვეღარ იქნება, რაც იყო. ეს გამორიცხეთ. რუსეთის მემკვიდრეობის გადანაწილება მოხდება დიდ ქვეყნებს შორის. ამაზე, როგორც ჩანს, უკვე შეთანხმებულია დასავლეთიც და ჩინეთიც ანუ მთელი მსოფლიო“, - განაცხადა სანიკიძემ.

მისივე თქმით, შესაძლოა, „ქართულ ოცნებას“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსეთისთვის გადაცემა მართლაც უნდოდეს, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ.

სანიკიძის განცხადებით, მმართველი გუნდის წევრები კიევის დაცემას ელოდებოდნენ და ახლა „ცუდ დღეში“ არიან.

„ეს ხელისუფლება არ არის. ესენი არიან საკუთარ ბედ-იღბალზე ჩაფიქრებული ადამიანები. რა საქართველო, რის საქართველო? რა იცის ღარიბაშვილმა ქვეყნის ინტერესი რა არის? სად უნდა ესწავლა? წმინდა ბიძინას გიმნაზიაში? რა იცის ღარიბაშვილმა, რა არის საქართველოს ინტერესები, ან რომელიმე მათგანმა? არ ვიცნობდე მაინც. ეს არის უწიგნური ხალხი. ჩვეულებრივი ბნელი ხალხი და არიან ცუდ დღეში, იმიტომ რომ კიევის დაცემას ელოდებოდნენ. ეს ნაძირლები ესენი, ადამიანი რომ ხარ და კიევის დაცემას ელოდები. გამორიცხულია", - აღნიშნა სანიკიძემ.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა