ეკა გიგაური - რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, არ ჰყოფნის რესურსები და ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს, ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შესაძლებლობების ფანჯარა გამოვიყენოთ, ვანახოთ დასავლეთს, რომ მათ გვერდით ვართ

დაშინება არის არასწორი, საფრთხე არ დგას, რადგან რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, არ ჰყოფნის რესურსები და ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შესაძლებლობების ფანჯარა გამოვიყენოთ და ვანახოთ დასავლეთს, რომ მათ გვერდით ვართ, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თავმჯდომარე ეკა გიგაურმა უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ ომით კი არ უნდა დააშინოს ხალხი, არამედ „გააკეთოს ყველაფერი, რომ ახალი პერსპექტივები გვანახოს და მაქსიმალურად გააერთიანოს საზოგადოება“ და ყველანაირი დისკუსია, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ არ დავდგეთ დასავლეთის გვერდში, რუსეთის ინტერესია.

„საქართველოს შეიძლება ჰქონდეს უპრეცედენტო მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან, ვინაიდან დასავლეთი ყოველთვის განგვიხილავდა პარტნიორებად და დღეს ეს ყველაფერი უნდა დავამტკიცოთ. საფრთხეები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ეს არ არის ის საფრთხეები, რომლებზეც დღეს საუბრობს სახელმწიფო, მთავარი საფრთხეა, რომ შეიძლება შესაძლებლობების ფანჯარა ვერ გამოვიყენოთ. არასწორ დისკუსიებს ვატარებთ, არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ვართ დაყოფილები, მთავრობა არ ელაპარაკება ხალხს და არ ფიქრობს რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

უკრაინაში რუსეთი აგებს ომს და არის ერთობა დასავლეთის განვითარებულ სახელმწიფოებში, რომ გააკეთონ ყველაფერი, რათა პუტინის რეჟიმი განადგურდეს. როდესაც ასეთი რამ ხდება, ჩნდება ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის, მათ შორის ევროპასთან და ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს სწორი ნაბიჯები გადავდგათ, ჩვენი მთავრობა და ხალხი უნდა იდგეს დასავლეთის გვერდით, ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ უნდა გაჩნდეს, აუცილებლად უნდა დავგეგმოთ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია სწრაფად მოხდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა და რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ამ საფრთხეებს პასუხი გავცეთ. ამისთვის მნიშვნელოვანია გაფართოებული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, სადაც დამსწრე იქნება როგორც ოპოზიციური პარტიები, ასევე პრეზიდენტი და მმართველი პარტია“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა