ეკა ხარებავა - საპროკურორო საბჭო უზრუნველყოფს საქართველოს პროკურატურის მეტ გამჭვირვალობას და დამოუკიდებლობას, დიდი პატივია საბჭოს წევრად არჩევა

საპროკურორო საბჭოს ერთ-ერთი ახალი წევრის ეკა ხარებავას განცხადებით, საპროკურორო საბჭო თავის საქმიანობით უზრუნველყოფს საქართველოს პროკურატურის მეტ გამჭვირვალობას და მეტ დამოუკიდებლობას.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის საპროკურორო საბჭოს წევრად არჩევა დიდი პატივია.

„პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარის, საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ მოწვეული იყო პროკურორთა და გამომძიებელთა საერთო კრება. საერთო კრება უფლებამოსილი იყო აერჩია საპროკურორო საბჭოს 3 ვაკანტურ თანამდებობაზე 3 პირი. საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი იყო 9 კანდიდატი, ყველა ძალიან წარმატებული და ძალიან ღირსეული, მათ შორის ხმათა უმრავლესობით ერთ-ერთი გამარჯვებული ვარ მე. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მონაწილე კოლეგას, ვინაიდან ძალიან დიდი აქტიურობა იყო და მომცეს იმის შესაძლებლობა, მოღვაწეობა ისეთ აქტიურ, ქმედით და კოლეგიალურ ორგანოში გავაგრძელო, როგორიც არის საპროკურორო საბჭო. საპროკურორო საბჭო თავის საქმიანობით უზრუნველყოფს საქართველოს პროკურატურის მეტ გამჭვირვალობას და მეტ დამოუკიდებლობას. შესაბამისად, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია საბჭოს წევრად არჩევა“, - განაცხადა ხარებავამ.

ცნობისთვის, დღეს, საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე, პროკურორებმა და პროკურატურის გამომძიებლებმა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან, ფარული კენჭისყრით საპროკურორო საბჭოს 3 ახალ პროკურორ წევრი აირჩიეს. 9 კანდიდატიდან კენჭისყრის შედეგებით ახალი წევრები არიან - ალექსანდრე მუყასაშვილი 260 ხმით, ეკა ხარებავა 314 ხმით და შოთა ტყეშელაშვილი 308 ხმით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს