ლაშა დარსალია - ანდრეი კასიანოვთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროვოკაციულ განცხადებებს საქართველოს მისამართით, რომელსაც სამწუხაროდ, რეაგირება მოჰყვა კიევის მხრიდან

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულ ანდრეი კასიანოვთან შეხვედრისას აღინიშნა, მხარეების მეტი სიფრთხილის მნიშვნელობა, რათა არაკეთილმოსურნეების პროვოკაციული ქმედებებით საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს ზიანი არ მიადგეს.

როგორც დარსალიამ კასიანოვთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, საელჩოს წარმომადგენელმა მადლიერება გამოხატა როგორც საერთაშორისო ფორმატში, ასევე ორმხრივ რეჟიმში საქართველოს მხრიდან გადადგმული მხარდამჭერი ნაბიჯების გამო.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო დროს პროვოკაციულ განცხადებებს საქართველოს მისამართით, რომელსაც სამწუხაროდ, რეაგირება მოჰყვა კიევის მხრიდან. ეს ხშირად ხდება უპასუხისმგებლო შიდაპოლიტიკური სპეკულაციების საკითხი. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მსგავს შემთხვევებში მხარეების მეტ სიფრთხილეს, რათა ამ რთულ პერიოდში საქართველო-უკრაინის მტკიცე მეგობრული ურთიერთობების არაკეთილმოსურნეების პროვოკაციული ქმედებებით ვერ მოხერხდეს ურთიერთობებში ზიანის მიყენება. უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა სრულად გაიზიარა აღნიშნული პოზიცია და კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება იმ მხარდამჭერი ნაბიჯების გამო, რასაც ადგილი აქვს საქართველოს მხრიდან როგორც საერთაშორისო ფორმატში, ასევე ორმხრივ რეჟიმში. საქართველო განაგრძობს ამ მხარდაჭერას და დგას საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით ყველა იმ ნაბიჯში, რაც მიმართულია უკრაინელი ხალხის თანადგომისკენ. საქართველოს საელჩოს, რომელიც ერთ-ერთია იმ მცირე დიპლომატიურ მისიებს შორის, რომელიც იმყოფება უკრაინაში, ასევე ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინის საგარეო უწყებაში, სადაც ასევე გაზიარებული იქნა ჩვენი პოზიცია“,- განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა