გიორგი ვაშაძე - ირაკლი კობახიძეს აქვს სტანდარტი, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხები მეორეხარისხოვანით გადაფაროს

ირაკლი კობახიძეს აქვს სტანდარტი - ქვეყნისათვის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხები მეორეხარისხოვანით გადაფაროს , - აღნიშნული განცხადებით "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბრიფინგს გამოეხმაურა.

ვაშაძის თქმით, სრულიად გაუგებარია, როგორ შეიძლება ხელისუფლებამ ყველა ბუნებრივი პროტესტის უკან დაგეგმილი პრივოკაცია ეძებოს.

"დღეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროპაში ინტეგრაცია, ამ მიმართულებით თანამშრომლობა და ერთიანობა - ვეკითხები მას, რატომ არ იდგმება ამ მიმართულებით არც ერთი ნაბიჯი? როგორ შეიძლება ყველა ბუნებრივი პროტესტის უკან დაგეგმილი პრივოკაცია ეძებონ?! ეს ყელში ამოსული ერთი და იგივე რიტორიკაა... ხომ ვხედავთ, რომ საწვავზე ფასი მაღალია - მივმართავ, როგორც ერთ, ისე მეორე ირაკლის, ხომ თქვენ გააორმაგეთ აქციზის ფასი, ხალხი აქციზური გადასახადის დაკლებას ითხოვს. ამით საწვავი მინიმუმ 38 თეთრით გაიაფდება. არ უნდა აქ იმის ძიება, ამის უკან რომელი პარტია დგას. ეს ის გაჭირვებაა, რაშიც საქართველო ცხოვრობს და არა რაღაც პარტიული საკითხები", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ