ამერიკული დიპლომი და საერთაშორისო დაფინანსება საქართველოში

ამერიკული განათლება და ამერიკული დიპლომი - ამ მიზნის მიღწევა უკვე მარტივად, საქართველოს დატოვების გარეშეა შესაძლებელი. ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი პირველი სტუდენტების მისაღებად მზადაა 3 საბაკალავრო და 2 სამაგისტრო პროგრამაზე. ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში სწავლისთვის აბიტურიენტებისთვის საჭიროა დარეგისტრირდეთ და ჩააბაროთ ერთიანი ეროვნული გამოცდები, ხოლო მაგისტრანტებისთვის - საერთო სამაგისტრო გამოცდები.

შედეგად კი თქვენ უცხოელი ლექტორები შეგასწავლიან სწორედ იმ საერთაშორისო პროგრამებს, რომლებიც ვებსტერის უნივერსიტეტის ამერიკულ და ევროპულ კამპუსებშია წარმოდგენილი.

გარდა იმისა, რომ ქვეყნის დატოვებისა და სხვა უამრავი დამატებითი ხარჯის გაწევის გარეშე შეძლებთ ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლას, ვებსტერ საქართველოში ჩაბარების შემთხვევაში საერთაშორისო დაფინანსებასაც მიიღებთ. ვებსტერის უნივერსიტეტის აშშ-ს ოფისის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფილიალში ჩარიცხული სტუდენტები, პირველ წელს საჩუქრად მიიღებენ საგრანტო დაფინანსებას 1000 აშშ დოლარის ოდენობით. პარალელურად, სტუდენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების და ან საერთო სამაგისტრო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში სახელმწიფო დაფინანსების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

საერთაშორისო თუ სახელმწიფო გრანტის მიღებისა და სწავლის საფასურის მნიშვნელოვნად შემცირების შესაძლებლობის პარალელურად მნიშვნელოვანია ერთი უპირატესობაც, რომლითაც ვებსტერ საქართველოს სტუდენტები ისარგებლებენ: საქართველოში სწავლის ღირებულება ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ევროპისა და აშშ-ს ფილიალებში. საბაკალავრო პროგრამების წლიური საფასური 7900 აშშ დოლარს შეადგენს, სამაგისტრო პროგრამების წლიური საფასური კი 8600 აშშ დოლარია.

2022-2023 სასწავლო წელს ვებსტერ საქართველო შემდეგ პროგრამებს განახორციელებს: საბაკალავრო საფეხური - საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება, მასკომუნიკაციები. სამაგისტრო საფეხური - საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება. მომდევნო წლიდან კი აღნიშნულ ჩამონათვალს მედიის კვლევების სამაგისტრო პროგრამაც დაემატება.

საქართველოს ფილიალში ჩარიცხულ სტუდენტებს აგრეთვე ექნებათ შესაძლებლობა ერთი ან რამდენიმე სემესტრი გაატარონ ვებსტერის უნივერსიტეტის მათთვის სასურველ კამპუსში, მსოფლიოს 50-მდე ლოკაციაზე და ისარგებლონ ყველა იმ შესაძლებლობით, რასაც აღნიშნული უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს.

ვებსტერი ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული წარმომადგენელია. 1915 წელს დაარსებული უნივერსიტეტის მთავარი კამპუსი აშშ-ში, მისოურის შტატში მდებარეობს. ვებსტერის უნივერსიტეტს კამპუსები აქვს შვეიცარიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, ნიდერლანდებში, ჩინეთში, ტაილანდში, განასა და საბერძნეთში.

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ვებსტერის უნივერსიტეტი ლიდერ პოზიციას იკავებს იმ უნივერსიტეტებს შორის, სადაც ბევრი საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს. ის საზღვარგარეთ სწავლისთვის საუკეთესო უნივერსიტეტადაა მიჩნეული. Forbes-ის 2018 წლის სარეიტინგო სიაშიც პირველ ადგილზეა, როგორც საუკეთესო უნივერსიტეტი საზღვარგარეთ არსებული პროგრამებისთვის.

ვებსტერის უნივერსიტეტი აშშ-ის ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლებლად აღიარებულია მრავალი გავლენიანი სარეიტინგო სისტემის მიერ, როგორიცაა: Washington Monthly, College NET, National Council for Accreditation of Teacher Education (NCATE), College Choice, AccreditedSchoolsOnline.org, Military Times და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ვებსტერის უნივერსიტეტი აკრედიტებულია აშშ-ის The Higher Learning Commission (HLC)-ის მიერ, აკრედიტაცია ფარავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით. ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით პროგრამები აკრედიტებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანოს, Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ს მიერ.

საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით.

ვებსტერის უნივერსიტეტის კოდია 202.

  • ბიზნესის ადმინისტრირება - ერთიანი ეროვნული გამოცდების: კოდი 202 01 01
  • მედიაკომუნიკაციები - ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 202 01 02
  • საერთასორისო ურთიერთობები - ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 202 01 03

სამაგისტრო გამოცდებზე ჩაბარება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების საშუალებით.

ვებსტერის უნივერსიტეტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და დამატებითი ინფორმაციისთვის მისაღებად, აბიტურიენტების და მაგისტრანტების რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე

(R)

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით