მშენებლის მიერ სამშენებლო დარღვევისთვის სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობა აღსრულების პროცესს ვეღარ შეაფერხებს

მშენებლის მიერ სამშენებლო დარღვევისთვის სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობა აღსრულების პროცესს ვეღარ შეაფერხებს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის გაცნობა მარტივდება.

პარლამენტმა პირველი მოსმენით - 69 ხმით, ერთხმად - ინიცირებული პროექტი მიიღო, რომლის თანახმად დგინდება, სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის დადგენილებაზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე. თუკი სამშენებლო სამართალდამრღვევი ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე არ იმყოფება ან გადაწყვეტილების გაცნობაზე უარს აცხადებს, გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება გაცნობად ჩაითვლება.

ამავე პროექტით სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: - საინფორმაციო დაფა, სამშენებლო ტერიტორიაზე დროებით განთავსებული შენობა, სამშენებლო ტერიტორიის შემომფარგლავი უსაფრთხოების ღობე, სამშენებლო ობიექტის ფასადი, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი.

„სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ დაგეგმილი ცვლილები “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა: მაია ბითაძემ, ირაკლი ზარქუამ და ნოდარ ტურძელაძემ წარადგინეს.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება