ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ინფლაცია დროთა განმავლობაში შემცირდეს და მიზნობრივ დონეს დაუბრუნდეს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკი ფოკუსირებული რჩება ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დაახლოებაზე.
„ფაქტორები, რომელიც ბოლო ორი შოკის განმავლობაში მოქმედებდა საქართველოზე, არის მიწოდების ჯაჭვების შედეგად შექმნილი ფაქტორები, რომელიც დროებითია და რომელთა მილევის გარეშე შეუძლებელი იქნება, რომ ინფლაცია შემცირდეს. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა დავახვედროთ ამ სიტუაციას - ეს არის მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, რადგანაც ეს არის ჩვენი გზავნილი, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ინფლაცია დროთა განმავლობაში შემცირდეს და მიზნობრივ დონეს დაუბრუნდეს. აქედანაა ის შეფასება, რომ ეროვნული ბანკი მართებულად ფოკუსირებული რჩება ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დასაახლოებლად. ჩვენ ასევე თანმიმდევრულად გავაგრძელებთ ამ მიმართულებას და დარწმუნებული ვარ, რომ იმ ერთჯერადი ფაქტორების მილევის ფონზე დავუბრუნდებით სამიზნე მაჩვენებელს“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"