შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ სააკაშვილის მიმართ მოპყრობის და მკურნალობის შესახებ კითხვის ნიშნები არ არსებობს

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობის და მკურნალობის შესახებ კითხვის ნიშნები არ არსებობს.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით დეზინფორმაციული კამპანია წარმოებდა და საინფორმაციო კუთხით მდგომარეობის დასამძიმებლად ტერმინი - ფარმაკოლოგიური წამება გამოიგონეს.

„აქ ცალსახაა სტრასბურგის სასამართლოს დამოკიდებულება. დროებითი ღონისძიება სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა, ვინაიდან მაშინვე დარწმუნდა, რომ სათანადო მოპყრობა იყო მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ამით საბოლოოდ დაადასტურა, რომ მის მიმართ მოპყრობის და მკურნალობის შესახებ კითხვის ნიშანი არ არსებობს.

სამწუხაროა, რომ ჩვენთან კიდევ ერთხელ ხდება ყველა ასეთი სახის საკითხით მანიპულაცია. ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავდით, რომ იყო ყალბი სამედიცინო დასკვნები, გამოიგონეს ტერმინი - ფარმაკოლოგიური წამება და ა.შ. ვრწმუნდებით, რომ ეს იყო დეზინფორმაციული და ყალბი კამპანია, რომელსაც, სამწუხაროდ, აწარმოებს სხვადასხვა ორგანიზაცია, რომელთა რეპუტაციაც სწორედ ასეთი საქმეებითაა ცნობილი - ისინი აყალბებენ სამედიცინო დასკვნებს, თუ მონაცემებს. კიდევ ერთხელ გავიხსენებ - ე.წ. ფარმაკოლოგიური წამება - ტერმინიც კი გამოიგონეს იმისთვის, რომ საინფორმაციო კუთხით მდგომარეობა დაემძიმებინათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობას და მის მიმართ მოპყრობას შეეხებოდა.

„სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, ამ საქმეში არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომლის გამოც საჭირო იქნებოდა საკითხის დამატებითი შესწავლა“, - განაცხადა ძამაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა