„სტრატეგია აღმაშენებლის“ და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერები საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდნენ

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერები „რეფორმების ჯგუფის“ სახელით საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ რუსულ აგრესიას და უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლის წინაშეც რეგიონთან ერთად დღეს საქართველოც დგას.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ინფორმაციითვე, შეხვედრაზე ხაზი გაესვა გაზრდილი საფრთხეების ფონზე ერთობის უდიდეს მნიშვნელობას, რომელიც ოპოზიციონერების აზრით ხელისუფლების ნების გამო არ შედგა.

„დიდი ბრიტანეთის ელჩთან, მარკ კლეიტონთან შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ვისაუბრეთ. ასევე, ყურადღება რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე გავამახვილეთ, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, კონკრეტულად ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და მცოცავ ანექსიაზე.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, თუ გაზრდილი საფრთხეების ფონზე ერთობა როგორი მნიშვნელოვანია, რომელიც ჩვენი ინიციატივით, მრავალი მცდელობის მიუხედავად, ხელისუფლების ნების გამო არ შედგა. დიდი ბრიტანეთი საქართველოს დიდი მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ნატოს წევრობას მხარს უჭერს. ამ მხარდაჭერისთვის მინდა ელჩს მარკ კლეიტონს მადლობა ვუთხრა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

„სტრატეგია აღმაშენებლის“ და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერები საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდნენ

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერები „რეფორმების ჯგუფის“ სახელით საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ რუსულ აგრესიას და უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლის წინაშეც რეგიონთან ერთად დღეს საქართველოც დგას.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ინფორმაციითვე, შეხვედრაზე ხაზი გაესვა გაზრდილი საფრთხეების ფონზე ერთობის უდიდეს მნიშვნელობას, რომელიც ოპოზიციონერების აზრით ხელისუფლების ნების გამო არ შედგა.

„დიდი ბრიტანეთის ელჩთან, მარკ კლეიტონთან შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ვისაუბრეთ. ასევე, ყურადღება რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე გავამახვილეთ, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, კონკრეტულად ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და მცოცავ ანექსიაზე.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, თუ გაზრდილი საფრთხეების ფონზე ერთობა როგორი მნიშვნელოვანია, რომელიც ჩვენი ინიციატივით, მრავალი მცდელობის მიუხედავად, ხელისუფლების ნების გამო არ შედგა. დიდი ბრიტანეთი საქართველოს დიდი მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ნატოს წევრობას მხარს უჭერს. ამ მხარდაჭერისთვის მინდა ელჩს მარკ კლეიტონს მადლობა ვუთხრა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო