უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში მყოფი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

„9 აპრილი ასე დაგვებედა. 2 დაღუპული და 5 დაჭრილი დაგვემატა“,- წერს ოქრუაშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.

გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი დავით მენაბდიშვილია. ის უკრაინაში 2014 წლიდან იმყოფებოდა.

"ორი გმირი, ორი მაგარი ქართველი დავკარგეთ დავით მენაბდიშვილი და ზურა შანავა. არიან დაჭრილებიც", - წერს უკრაინაში მყოფი ქართველი ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის დროს დაღუპული 3 ქართველი მებრძოლი - დავით გობეჯიშვილი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს. ამ დრომდე ვერ ხერხდება მარიუპოლიდან ბახვა ჩიქობავას ცხედრის ჩამოსვენება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს