მედია - მარიუპოლში სამაშველო მისიით მყოფი 9 მოხალისე მძღოლი რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს

მარიუპოლში სამაშველო მისიით მყოფი 9 მოხალისე მძღოლი რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, 10 მძღოლი ორგანიზაცია Help People-ს ეხმარებოდა, რომელიც საკვებითა და მედიკამენტებით ამარაგებს გასაჭირში მყოფ მოქალაქებს და მათ ევაკუაციაში ეხმარება. ამავე ინფორმაციით, თავდაპირველად, ათივე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ერთი გაათავისუფლეს.

ორგანიზაცია Help People-ის ხელმძღვანელმა, ალექს ვორონინმა აღნიშნა, რომ მძღოლები სამაშველო მისიაზე უკრაინის მიერ კონტროლირებად ქალაქ ზაპორიჟიედან ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით სხვადასხვა გზით გაემართნენ და ერთი კოლონით არ მოძრაობდნენ.

CNN-ის ინფორმაციით, დონბასის რეგიონში ჯამში 10 მიკროავტობუსის მძღოლი შევიდა, რათა მშვიდობიან მოქალაქეებს ქალაქ მარიუპოლიდან ევაკუაციაში დახმარებოდა. ამერიკული მედიასაშუალება იუწყება, რომ მძღოლები ადგილზე კერძო ავტომობილებით ჩავიდნენ, რის შემდეგაც ისინი რუსმა ოკუპანტებმა გააჩერეს და ავტობუსების რუსეთში გადაყვანა მოსთხოვეს, რაზეც უარის თქმის შემდეგ ისინი დააპატიმრეს. აღნიშნული ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია Help People-ის ხელმძღვანელმა, ალექს ვორონინმა გააჟღერა.

CNN-თან საუბრისას მან ასევე განაცხადა, რომ დაკავებულ მძღოლებთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა