კარლ ჰარცელი - ახლა ბურთი გახლავთ საქართველოს მოედანზე, დიდი და რთული სამუშაო იწყება

ახლა ბურთი გახლავთ საქართველოს მოედანზე, დიდი და რთული სამუშაო იწყება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კარლ ჰარცელის თქმით, ახლა არის მომენტი როცა ყველა პოლიტიკური მხარე უნდა გაერთიანდეს, რათა გააკეთონ ყველაფერი, რაც საჭიროა რეფორმებისთვის და პროცესების დაჩქარებისთვის.

"ფაქტი, რომ დღეს ლუქსემბურგში კომისარმა ვარჰეიმ გადასცა კითხვარი საქართველოს, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც წინ წასწევს ევროინტეგრაციის პროცესის საწყისს. ეს კითხვარი შეიცავს საკმაოდ ბევრ, დეტალურად გაწერილ შეკითხვას საქართველოს მთავრობისადმი. შეკითხვების მიზანია, დაეხმაროს ევროკომისიას, რომ შეაფასოს საქართველოს მზაობა.

კომისიას დღევანდელი დღიდან ოთხი კვირა აქვს, რომ მიიღოს პასუხები ამ კითხვარზე. საკმაოდ პატარა დროა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ შემცირებულია კითხვების რაოდენობა წინა გაწევრიანებების შემთხვევებთან შედარებით, რათა ჩქარა წავიდეს ეს პროცესი.

პასუხების და შეფასებების მიხედვით ფორმალური მოსაზრებები უკვე წავა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ევროკავშირის საბჭოში, რომლებიც უკვე დაფიქრდებიან და გადაწყვეტენ შემდეგ ნაბიჯებს. ეს არის განსაკუთრებული დრო და კომისია ცდილობს უზრუნველყოს განსაკუთრებულად სწრაფად მოხდეს ეს პროცესი. ევროკავშირი ადრე არასდროს არ ყოფილა გაწევრიანების დროს ასეთ ძალიან სწრაფ გზაზე, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური პროცესი გახლავთ როგორც ევროკავშირისთვის, ასევე განმცხადებელი ქვეყნისთვის. ჩვენ ამ წუთას ვხედავთ ყველაზე სწრაფ პროცესს, რაც კი ევროკავშირს საერთოდ შეუძლია განახორციელოს. ჩვენ შეგვიძლია ისტორიულ მომენტს გავუსვათ ხაზი, ეს არის ისტორიული მომენტი, მაგრამ ამავე დროს ძალიან ბევრი გამოწვევაა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პერსპექტივები იყოს გამოყენებული და გადალახული იყოს გამოწვევები, რაც არსებობს. ეს არის ისეთი მომენტი ყველა პოლიტიკური მხარისთვის, როცა უნდა გააკეთონ მაქსიმუმი და იყოს ერთობა ამ მიზანთან მიმართებაში და გააკეთონ ყველაფერი, რაც საჭიროა რეფორმებისთვის, საქართველოს როლის გააქტიურებისთვის მსოფლიოში, ევროპაში. ასეთი დიდი რაოდენობა ემხრობა ევროპულ მისწრაფებას. ასე რომ, ახლა ბურთი გახლავთ საქართველოს მოედანზე, დიდი და რთული სამუშაო იწყება", - განაცხადა კარლ ჰარცელმა პრესკონფერენციაზე.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია