ანა დოლიძე - „ქართული ოცნება“ შესაძლოა, დაინტერესებულიც არის, რომ ხელისუფლების შემადგენლობაში იყოს რაც შეიძლება ბევრი თამაშდამოკიდებული ადამიანი

„ქართული ოცნება“, შესაძლოა, დაინტერესებულიც არის, რომ ხელისუფლების შემადგენლობაში რაც შეიძლება ბევრი თამაშდამოკიდებული ადამიანი იყოს, რადგან ასეთი ადამიანები სხვადასხვა ტიპის წნეხს და შანტაჟს ადვილად ექვემდებარებიან, - ასე გამოეხმაურა პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე სახელმწიფო მოხელეების ჩართულობას აზარტულ თამაშებში.

მისი თქმით, როგორც ცნობილი გახდა, ქობულეთის ვიცე-მერმა აზარტულ თამაშებში ავტომობილი მოიგო, ხოლო გორის ერთ-ერთი აიპის ბიუჯეტიდან სათამაშო ბიზნესში ნახევარი მილიონი ლარი არის გადარიცხული.

დოლიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დაპირება, რომ აზარტული თამაშების პრობლემას მოაგვარებდა, კვლავ ზედაპირულ და ფუყე დაპირებად რჩება, როგორც ბევრი სხვა რეფორმა.

„სახელმწიფოს ძალიან მწირე რესურსი აქვს და თითოეული თეთრი, რომელიც მათ განკარგულებაშია აუცილებლად უნდა იყოს მოფრთხილებული. ამის ფონზე კი, საჯარო მოხელეების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება უსერიოზულესი პრობლემაა. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების ინტერესში შედის, რომ აზარტული თამაშები კვლავ მოუგვარებელ პრობლემად დარჩეს, რადგან ხელისუფლების შემადგენლობაში მყოფი თამაშდამოკიდებული ადამიანები მარტივად დასაქვემდებარებლები არიან.

ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი სახელმწიფო სამსახური სხვადასხვა ტიპის უკანონო ზეგავლენების მიმართ ძალიან მოწყვლადია. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაში დაპირება მოვისმინეთ, რომ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდებოდა და საჯარო სამსახურებზე უფრო მეტი ყურადღება გამახვილდებოდა, დღევანდელი რეალობა ცხადყოფს, რომ პრემიერ-მინისტრის დაპირება აზარტული თამაშების პრობლემის მოგვარების შესახებ ისეთივე ფუყედ რჩება, როგორც სხვა დანარჩენი,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს