უკრაინელები, რუსი ძალების მიერ, მარიუპოლის დაკავებისგან დასაცავად, კვლავ იბრძვიან, - ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
კირბის თქმით, მიუხედავად მარიუპოლის განადგურებისა, უკრაინელები კვლავ იბრძვიან.
„უკრაინელები, რუსი ძალების მიერ, მარიუპოლის დაკავებისგან დასაცავად, კვლავ იბრძვიან. თქვენ თავად ნახეთ სურათები, ნახეთ, როგორ გაანადგურა რუსეთის ავიაციამ მარიუპოლი, მაგრამ ჩვენი შეფასებით, უკრაინელები კვლავ იბრძვიან", - განაცხადა კირბიმ.
კირბის თქმით, რუსებს, მარიუპოლის ხელში ჩაგდება, მისი ,,სტრატეგიული მდებარეობის" გამო სურთ, რადგან ეს მთავარი საპორტო ქალაქია.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"