მიხეილ ჩხენკელმა ახალგორიდან დევნილ პედაგოგს დედაენის დღე მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი წეროვნის დევნილთა დასახლებაში ახალგორიდან დევნილ ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილ მასწავლებელს შინ ეწვია და მას დედაენის დღე მიულოცა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 69 წლის უფროსი მასწავლებელი მარიამ გიგაური აგვისტოს ცნობილ მოვლენებამდე ახალგორის N1 სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, 2009 წლიდან კი, დიდი ლიახვისა და ქსნის ხეობიდან დევნილ მოსწავლეებს მშობლიურ ენას წეროვნის N3 საჯარო სკოლაში ასწავლის.

„განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და პედაგოგმა 1978 წლის ცნობილი მოვლენები გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ სწორედ მაშინდელმა საპროტესტო გამოსვლებმა გააჩინა საზოგადოებაში უდიდესი მუხტი, რამაც საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოიტანა.

მარიამ გიგაური, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ლიახვისა და ქსნის ხეობების მოსახლეობას შორის დიდი პატივისცემით სარგებლობს. მომავალ თაობებს იგი არა მხოლოდ მშობლიურ ენას, არამედ მშობლიური კუთხის დიად ისტორიასა და მის სიყვარულს ასწავლის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა