30.06.2025 / 09:10
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები გაგზავნა

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა უკრაინაში 50 ტონა ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები გაგზავნა. ამის შესახებ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის საელჩომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განაცხადა.

„არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კიდევ ერთი თვითმფრინავი გაგზავნა. ვარშავაში დღეს 50 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი და სრულად აღჭურვილი სასწრაფო დახმარების ავტომობილები ჩავიდა“, - აცხადებენ საელჩოში.

Ukrinform-ის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დმიტრო სენიკმა არაბთა გაერთიანებულ საამიროების ხელმძღვანელობას და საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე