ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულებიდან ერთ-ერთის, გიორგი კავილაძის ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილებას თვითნებურს უწოდებს

22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულებიდან ერთ-ერთის, გიორგი კავილაძის ადვოკატი, გიორგი ტურაზაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებას თვითნებურს უწოდებს.

კითხვაზე, გაასაჩივრებს თუ არა ის სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს, პასუხობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კონსულტაციის გავლის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. ადვოკატი აცხადებს, რომ ახლა უკვე სააპელაციო სასამართლოს დაანახებს „სიღრმისეულად სასამართლოს მცდარ განაჩენს“.

„აქ მაღალი ალბათობა და ეჭვია იმისა, რომ თვითნებური გადაწყვეტილებაა პროფესიულად. ეს ევროპული სასამართლოს ტერმინი გახლავთ, ამიტომ მეორე ნაწილში, რომლის განმარტებასაც სასამართლო შეეცადა, რამდენიმე ადგილი იყო ფაქტობრივი, მან ვერ თქვა მიზეზი ჯგუფურ, განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით. მოყვანილი - 25-ე მუხლი ფორმალური ნაწილია, შინაარსობრივი ნაწილის შედარება ვერ მოხდა. როცა კონსულტაციას გავივლი ჩემ დასაცავ პირთან, მივიღებ დასაბუთებულ განაჩენს, აპელაციის საკითხსაც გადავწყვიტავთ. უფრო სიღრმისეულად შევეცდები ამ განაჩენის სიმცდარე სასამართლოს დავანახო“, - განაცხადა ტურაზაშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ არ დაესწრნენ მსჯავრდებულები განაჩენის გამოცხადებას, ადვოკატი პასუხობს, რომ „დისტანციურ ჩართვაზე ფიქრობდნენ, თუმცა, ეს არ გამოვიდა“.

ცნობისთვის, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

მოსამართლემ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამანაშავედ ცნო ნიკა კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურ მკვლელობასა და ჯგუფურად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს