დედაქალაქში ავტობუსის შვიდი, ხოლო მიკროავტობუსის ათი ახალი მარშრუტი ამოქმედდება

16 აპრილიდან დედაქალაქის მოსახლეობას ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები ეტაპობრივად მოემსახურება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

როგორც საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციებისა და მათივე თხოვნის საფუძველზე იქნა მიღებული.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება თბილისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია და მისი სწრაფად და კომფორტულად გადაადგილება პრინციპულად მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ცვლილება, რომელიც მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციებისა და მათივე მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა, მოძრაობის განტვირთვის მიზნითაა განპირობებული“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

მისივე ინფორმაციით, მომატებული მგზავრთნაკადებისა და სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილების გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია ავტობუსის შვიდი და მიკროავტობუსის ათი ახალი მარშრუტის ამოქმედება.

ამასთანავე, ცვლილება უკვე არსებული ავტობუსების გარკვეულ მარშრუტებზეც ხორციელდება. კერძოდ, დაგრძელდა 6 მარშრუტი, ასევე 6 მარშრუტზე მოძრავი ერთეულების რაოდენობა იცვლება და ინტერვალები მცირდება.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს - ინტერვალი 20 მარშრუტზე მცირდება, ხოლო ორს მგზავრთნაკადიდან გამომდინარე, ახალი ინტერვალები განესაზღვრება.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციითვე, შალვა ოგბაიძემ სხდომაზე სკოლამდელი აღზრდისა და სასკოლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხო გადაადგილების მიზნით ახალი პროექტი - „უსაფრთხო გზა სახლიდან სკოლამდე’’ დაანონსა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დედაქალაქის მერიის წარმომადგენლების ჩართულობით ხორციელდება.

„აღნიშნული პროექტის მიზანი სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. სასკოლო ზონა უნდა შეიქმნას, რაც მოსწავლეების საერთაშორისო სტანდარტების საგზაო ნიშნებით ინფორმირებას, ასევე ზებრასა და შემანელებლების მოწყობას გულისხმობს“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

იხილეთ ვიდეო:16 აპრილიდან დედაქალაქის მოსახლეობას ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი მარშუტები მოემსახურება

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

დედაქალაქში ავტობუსის შვიდი, ხოლო მიკროავტობუსის ათი ახალი მარშრუტი ამოქმედდება

16 აპრილიდან დედაქალაქის მოსახლეობას ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები ეტაპობრივად მოემსახურება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

როგორც საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციებისა და მათივე თხოვნის საფუძველზე იქნა მიღებული.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება თბილისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია და მისი სწრაფად და კომფორტულად გადაადგილება პრინციპულად მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ცვლილება, რომელიც მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციებისა და მათივე მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა, მოძრაობის განტვირთვის მიზნითაა განპირობებული“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

მისივე ინფორმაციით, მომატებული მგზავრთნაკადებისა და სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილების გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია ავტობუსის შვიდი და მიკროავტობუსის ათი ახალი მარშრუტის ამოქმედება.

ამასთანავე, ცვლილება უკვე არსებული ავტობუსების გარკვეულ მარშრუტებზეც ხორციელდება. კერძოდ, დაგრძელდა 6 მარშრუტი, ასევე 6 მარშრუტზე მოძრავი ერთეულების რაოდენობა იცვლება და ინტერვალები მცირდება.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს - ინტერვალი 20 მარშრუტზე მცირდება, ხოლო ორს მგზავრთნაკადიდან გამომდინარე, ახალი ინტერვალები განესაზღვრება.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციითვე, შალვა ოგბაიძემ სხდომაზე სკოლამდელი აღზრდისა და სასკოლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხო გადაადგილების მიზნით ახალი პროექტი - „უსაფრთხო გზა სახლიდან სკოლამდე’’ დაანონსა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დედაქალაქის მერიის წარმომადგენლების ჩართულობით ხორციელდება.

„აღნიშნული პროექტის მიზანი სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. სასკოლო ზონა უნდა შეიქმნას, რაც მოსწავლეების საერთაშორისო სტანდარტების საგზაო ნიშნებით ინფორმირებას, ასევე ზებრასა და შემანელებლების მოწყობას გულისხმობს“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

იხილეთ ვიდეო:16 აპრილიდან დედაქალაქის მოსახლეობას ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი მარშუტები მოემსახურება

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა