ლევან დავითაშვილი - აზერბაიჯანთან გვექნება ბევრი ერთობლივი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა, რომლებიც გააუმჯობესებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და გაზრდის შუა კორიდორის კონკურენტუნარიანობას

აზერბაიჯანულ მხარესთან მიღწეული გვაქვს შეთანხმება ძირითად საკითხებზე, რომელიც ეხება სავაჭრო ტვირთბრუნვის გაზრდას. გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის კუთხით გვექნება ასევე პროგრესი, გვექნება ძალიან ბევრი ერთობლივი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა, რომელიც უკავშირდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, რაც გაზრდის შუა კორიდორის კონკურენტუნარიანობას, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომელიც ქართულ დელეგაციასთან ერთად, ორდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.

ვიცე-პრემიერმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა ქვეყნის ხელისუფლების პირველ პირებთან, სადაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული და ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის ტრანსპორტის სფეროში.

„ჩვენსა და აზერბაიჯანის რკინიგზას შორის იქნება კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც გააუმჯობესებს სერვისებს მომხმარებლებისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკური კუთხით თანამშრომლობა, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ შეფერხებას, რომელიც შეიძლება გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში წარმოიშვას", - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.

ვიცე-პრემიერის შეფასებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს გააჩნია ძალიან დიდი შესაძლებლობები იმისთვის, რომ მაღალი დონის კოორდინაციით უზრუნველყოს გაზრდილი ტვირთნაკადების გატარება როგორც დასავლეთის, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

ამასთან, აზერბაიჯანში მყოფი ქართული დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - გურამ გურამიშვილი და რომეო მიქაუტაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იოსებ ტყემალაძე, სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და „ნავთობისა და გაზის კორპორაციის" გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე. ბაქოში გამართულ შეხვედრებში ასევე მონაწილეობს საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს