უკრაინაში დღეს 3 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში დღეს 3 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძის ინფორმაციით, დაღუპულები არიან: ზაზა ბიწაძე, ალიკა ცაავა და არკადი კასრაძე. ასევე დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი.

უკრაინაში დაღუპული სამი ქართველიდან ერთ-ერთი, 41 წლის ალიკა ცაავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდანაა. როგორც "ინტერპრესნიუსს" წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ განუცხადა, ალიკა ცაავა დაჭრილების გამოსაყვანად მიდიოდა, რა დროსაც ავტოავარიაში მოყვა.

"ალექსანდრე ცაავა და ბიწაძე ერთად იბრძოდნენ. რუბეჟნისთან მიმდინარეობდა ბრძოლა, სადაც რუსმა ოკუპანტებმა ალყაში მოაქციეს მებრძოლები. მათ უნდოდათ, რომ ბრძოლის მონაკვეთი სწრაფად გაევლოთ, რათა გამოეყვნათ დაჭრილები, სამწუხაროდ, მანქანა ამოუყირავდათ",- განაცხადა თამარ ბელქანიამ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში უკვე 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ესენი არიან: ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი, ბახვა ჩიქობავა, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება