ნიკა მელია - ჩვენი ბიჭები გმირულად, უკომპრომისოდ იბრძვიან ყველგან, სადაც კი მძიმე ბრძოლები მიდის, სადაც კი წყდება ომისა და მშვიდობის ბედი, სადაც იწერება ახალი მსოფლიოს ისტორია

ქედს ვიხრი ბრძოლის ველზე დაცემული ყველა მებრძოლის გმირობისა და მარადიული ხსოვნის წინაშე. ვიზიარებ მათი ოჯახების ღრმა მწუხარებას!“- წერს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია „ფეისბუქში“, რითაც უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვას ეხმაურება.

როგორც მელია აღნიშნავს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, სად იბრძვი თავისუფლებისთვის, ბოროტების დასამარცხებლად.

„დიდი პატივია ვიდგე იმ ბიჭების გვერდით, ვინც სიცოცხლის ფასად იცავს თავისუფლებას, ვინც უკრაინაში იბრძვის როგორც უკრაინის, ისე საქართველოს თავისუფლებისთვის.

არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, სად იბრძვი თავისუფლებისთვის, ბოროტების დასამარცხებლად - თავისუფლებისთვის ბრძოლა არ ცნობს გრძედებს და განედებს. საამაყო და მისაბაძია ყველა მებრძოლი, რომელიც იბრძვის მტარვალების წინააღდეგ და მე, ნამდვილად მეამაყება დღეს მათ გვერდით დგომა, თავად მმატებს მხნეობას მათი გამხნევება!

ჩვენი ბიჭები გმირულად, უკომპრომისოდ იბრძვიან ყველგან, სადაც კი მძიმე ბრძოლები მიდის, სადაც კი წყდება ომისა და მშვიდობის ბედი, სადაც იწერება ახალი ევროპის, ახალი მსოფლიოს ისტორია.

ეს ისტორია იწერება გმირების სისხლით, მათ შორის, ქართველი გმირების სისხლით!

ქედს ვიხრი ბრძოლის ველზე დაცემული ყველა მებრძოლის გმირობისა და მარადიული ხსოვნის წინაშე. ვიზიარებ მათი ოჯახების ღრმა მწუხარებას!“- წერს მელია.

შეგახსენებთ, უკრაინაში დღეს 3 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. დაღუპულები არიან: ზაზა ბიწაძე, ალიკა ცაავა და არკადი კასრაძე. ასევე დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი.

უკრაინაში უკვე 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ესენი არიან: ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი, ბახვა ჩიქობავა, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?