იტალიის პრემიერი - პუტინთან საუბარი დროის ფუჭად კარგვაა

ვლადიმერ პუტინს ომის გაგრძელება სურს და არ უნდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა. რუსეთის პრეზიდენტთან საუბარი კი დროის ფუჭად კარგვაა. ამის შესახებ იტალიის პრემიერ - მინისტრმა მარიო დრაგიმ პორტალ Corriere Della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტები პრემიერისგან დაინტერესდნენ, პუტინთან მისი სატელეფონო საუბრის დროს, იყო თუ არა შესაძლებელი დიპლომატიური გზით შეეჩერებინათ პუტინი, პრემიერ - მინისტრმა განაცხადა:

„სატელეფონო საუბრისას ვუთხარი, რომ მშვიდობაზე საუბრისთვის ვურეკავდი. ვკითხე: „როდის ხვდებით ზელენსკის? მხოლოდ თქვენ ორს შეგიძლიათ გადაწყვეტილების პოვნა“. მან მიპასუხა: „დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა“. მე დაჟინებით ვთხოვდი: „მიიღეთ გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ და კვლავ მიპასუხა: „დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა“, - განაცხადა დრაგიმ.

მისი თქმით, ამის შემდეგ, პუტინი ელაპარაკა რუსულ გაზზე რუსული რუბლით გადახდის შესახებ, რომელზეც გადაწყვეტილება იმ დროისთვის ჯერ არ იყო მიღებული.

„ვფიქრობ, რომ მართლები არიან ისინი, ვინც ამბობს, რომ მასთან უსარგებლოა ლაპარაკი. ეს უბრალოდ დროის ფუჭი კარგვაა. ყოველთვის ვიცავდი მაკრონს და განვაგრძობ იმის მტკიცებას, როგორც ევროკავშირის ქვეყნის პრეზიდენტი, ის მართალია, როდესაც ცდილობს გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა დიალოგისთვის. თუმცა, მე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ომის საშინელება, რაც გაუკეთეს ბავშვებსა და ქალებს, აბსოლუტურად არ არის დამოკიდებული სიტყვებზე და განხორციელებულ სატელეფონო ზარებზე“ , - განაცხადა იტალიის პრემიერ - მინისტრმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის