საქართველოს ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ეწვია

საქართველოს, დღეს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე, საჰიბა გაფაროვა დელეგაციასთან ერთად ეწვია. თბილისის, შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისი აეროპორტში სტუმარს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, აზერბაიჯანის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, მეჯლისის თავმჯდომარე შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართავს. შეხვედრის შემდეგ, შალვა პაპუაშვილი და საჰიბა გაფაროვა პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და საქართველო-აზერბაიჯანის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, არჩილ თალაკვაძის შეხევდრა აზერბაიჯანი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ არზუ ნაღიევთან.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის