ალუდა ღუდუშაური მედიას - ჩაატარეთ ტესტი, მოინდომეთ, რომ სანქცირებული ტვირთი გაატაროთ! საბაჟო პროცედურებში ვერ ერკვევით

ჩაატარეთ ტესტი - მოინდომეთ, რომ სანქცირებული ტვირთი გაატაროთ! - როგორც ჩანს, საბაჟო პროცედურებში ვერ ერკვევით, როცა მიგაჩნიათ, რომ შეიძლება ვიღაცამ მარტივად შპს-ს დააფუძნოს და სანქცირებული ტვირთები გაიტანოს - სადაც ვართ დილეტანტები, ასე ხელაღებით არ უნდა ვისაუბროთ! - ასეთია “ქართული ოცნების“ დეპუტატის ალუდა ღუდუშაურის პასუხი კითხვაზე, როგორ და რა სამართლებრივი ნორმებით არის უზრუნველყოფილი, რომ რუსეთში სანქცირებული ტვირთები საქართველოს გავლით არ მოხვდეს.

დასმული კითხვის პასუხად, ღუდუშაურმა ჟურნალისტებს საბაჟო და საგადასახადო პროცედურებში გარკვევისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, “საბაჟო კოდექსის“ გარდა, “არსებობს არაერთ მეზობლებთან დადებული ხელშეკრულებები, მათ შორის საბაჟო კოდები და ასე მარტივად, რომ ვიღაცამ შპს დააფუძნა და ტვირთი გაიტანა, არ ხდება“.

“როდესაც ოპოზიცია საუბრობს, რომ საქართველო რაიმე ძალისხმევას აკლებს და არ აკეთებს იმას, რაც ეფექტურად იმუშავებს, ეს არის პოლიტიკური უზნეობა და პოლიტიკური კეკლუცობის კლასიკური ნიმუში. ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ძალიან მკაფიოდ აღიქვამს და ესმით მოქმედებები, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს - დიახ, საქართველო მოქმედებს სწორად! რატომაც ამას “ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ტვინგაცხელებული წარმომადგენელი ვერ იგებს, რომლისთვისაც ქვეყნის და საზოგადოების ინტერესი არაფერს ნიშნავს. ჰოი საოცრებავ! ჭიჭე ვაშაძეს ვერ გაუგია, რას აკეთებს საქართველო და რაღაც აბსურდს ითხოვს. იქნებ საკუთარ ქვეყანას და ხალხს წარმოუდგინოს, რას ითხოვს ისეთს, რასაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით არ აკეთებს“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიცია მთავრობისგან ითხოვს გამოქვეყნდეს, კონკრეტულად როგორ არის უზრუნველყოფილი ის, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა და სანქცირებული ტვირთების საქართველოდან გატარება არ მოხდეს.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო