The Guardian - მარიუპოლში, „აზოვსტალის" ფოლადის ქარხნიდან ამომავალი გიგანტური კვამლი შეინიშნება

უკრაინის ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის" ფოლადის ქარხნიდან ამომავალი გიგანტური კვამლი შეინიშნება, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა წინ წაიწიეს მას შემდეგ, რაც ქარხანაში დაბანაკებულებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდეს.

როგორც Guardian-ი იუწყება, საპორტო ქალაქი, ომის დაწყების დღიდან, მუდმივი დაბომბვების შედეგად განადგურებულია, რამაც მოსახლეობა წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, ომის დაწყების შემდეგ, მარიუპოლში 21 000 ადამიანი დაიღუპა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია