ნიკა გვარამია - ციხეში ექიმი ვერ შეგვყავს და სააკაშვილი მოგვყავს პროცესზე, პაციენტი გამოდის ციხიდან სიმპტომების მოსაყოლად

ციხეში ექიმი ვერ შეგვყავს და სააკაშვილი მოგვყავს პროცესზე, პაციენტი გამოდის ციხიდან სიმპტომების მოსაყოლად, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ნიკა გვარამიას განმარტებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მან მოსამართლეს მიმარათა, რომ მოსამართლეს აუცილებელი და განსაკუთრებული ზომების მიღება შეუძლია.

ნიკა გვარამიას თქმით, საქმე კონვენციურ დანაშაულს - წამებას ეხება.

„გთხოვთ, კომპეტენტური ჯგუფი შეუშვან და მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა მოხდეს. სიკვდილის კი არა, მკვლელობის ქრონიკა მიმდინარეობს. შესვენება გამოვაცხადოთ და ნანა მიქავა გამოიძახეთ",- განაცხადა გვარამიამ.

შუმადგომლობას, რომ სასამართლოში ექიმებისთვის მოესმინათ, ბრალდების მხარე არ დაეთახნმა, ვინაიდან აღნიშნულს საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. პროკურატურის განმარტებით, ისინი გარეშე პირის პოზიციის მოსმენას არ ეთანხმებიან.

რაც შეეხება შესაძლო არასათანადო მოპყრობას, ბრალდების მხარემ აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს მიანდო.

“წამებაში თანამონაწილეობ. მე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე ვნერვიულობ",- ამ სიტყვებით მიმართა გვარამიამ პროკურორ ლევან ვეფხვაძეს, რასთან დაკავშირებითაც ვეფხვაძემ მას დამშვიდებისკენ მოუწოდა.

"თუ ვერ დამშვიდდებით, შესვენება გამოვაცხადოთ და დამშვიდდით",- მიმართა პროკურორმა გვარამიას.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს