მარიუპოლის მერი მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს

მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო მოქალაქეებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მოსახლეობას საშუალება ექნება, საევაკუაციო ავტობუსებში ტაგანროგსკაიას ქუჩაზე, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანასთან და „შევჩენკოს ბულვართან“ ჩასხდნენ.

„ამ გრძელი და წარმოუდგენლად მძიმე დღეების განმავლობაში თქვენ არაადამიანურ პირობებში ყოფნა მოგიწიათ. იმყოფებოდით საინფორმაციო ვაკუუმში და არ გქონდათ წვდომა არანაირ ინფორმაციაზე,“ - მიმართა მერმა მოქალაქეებს.

შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, რომელიც რამდენიმე კვირაა რუსული ძალების ალყაში იმყოფება, დღეს ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, მარიუპოლსა და ზაპოროჟიეს შორის ჰუმანიტარული დერეფანი ადგილობრივი დროით 14:00 საათიდან (თბილისის დროით 15:00 საათი) გაიხსნა.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში