26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

დნესტრისპირეთის ე.წ. უშიშროების საბჭომ თვითგამოცხადებულ სახელმწიფოში ტერორისტული საფრთხის წითელი დონის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო

დნესტრისპირეთის ე.წ. უშიშროების საბჭომ თვითგამოცხადებულ სახელმწიფოში ტერორისტული საფრთხის წითელი დონის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინფორმი“ ავრცელებს.

არსებული ცნობით, ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა დე ფაქტო პრეზიდენტმა ვადიმ კრასნოსელსკიმ ჩაატარა, მთავარი საკითხი იყო - „ტერორისტული თავდასხმები რესპუბლიკის ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და სახელმწიფო დაწესებულებებზე.

„დაფიქსირდა სამი ფაქტი: დაზიანდა ტირასპოლში სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შენობა, სოფელ პარკანის მახლობლად სამხედრო ნაწილი და სოფელ მაიაკთან რადიო-ტელევიზიის ცენტრის კოშკები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

საფრთხის დონე „უშიშროების საბჭოს წევრების მიერ“ კრიტიკულად იქნა შეფასებული.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა