ლევან დავითაშვილი - წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციასთან თანამშრომლობით პანდემიის პერიოდში მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ჰუმანიტარული საჭიროებებით უზრუნველყოფა შევძელით

მოხარული ვარ, რომ საქართველო მასპინძლობს ღონისძიებას, რომლის უმთავრესი მიზანია კოორდინირებული ძალისხმევით იმ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება და განხორციელება, რაც უზრუნველყოფს პარტნიორობის გაძლიერებას ჰუმანიტარული საჭიროებების მართვის მიმართულებით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ევროპის მე-11 რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვიცე-პრემიერმა საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა ფედერაციას, მის პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ დღეს არსებული გამოწვევებისა და მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ძალისხმევა და თანამშრომლობა ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

„ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ძალისხმევა და თანამშრომლობა არსებული გამოწვევების გასამკლავებლად. პანდემიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის როლი ჰუმანიტარული საჭიროებების სწორად და ეფექტიანად მართვის თვალსაზრისით - ორგანიზაციის განხორციელებულმა ღონისძიებებმა და კოორდინირებულმა ქმედებებმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების თვალსაზრისით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, საქართველოს მთავრობას და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის წარმატებული, ნაყოფიერი და შედეგიანი თანამშრომლობა, რამაც პანდემიის პერიოდში შესაძლებელი გახადა მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ჰუმანიტარული საჭიროებებით საზოგადოების უზრუნველყოფა", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი შეფასებით, მიზანმიმართული და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საქართველომ უზრუნველყო პანდემიის პირობებში ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღება და 2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10.4% შეადგინა. ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველო წარმატებით გაუმკლავდა ბოლო პერიოდში რეგიონში არსებულ შოკებსაც, უზრუნველყო ეკონომიკის მდგრადობის გაძლიერება, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და არსებული გამოწვევების ფონზეც, აგრძელებს მიზნობრივი ღონისძიებებით შოკების ადეკვატურ გამკლავებას.

„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაზე, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებას და ამავე დროს, ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა, რაც, ჰუმანიტარული საჭიროებებისა თუ სასურსათო უსაფრთხოებასთან ერთად მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული კლიმატის ცვლილებასთან და აღნიშნული მიმართულებით ქვეყნის პრიორიტეტებთან", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, კლიმატის ცვლილება წარმოადგენს ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან გრძელვადიან გამოწვევას. მისივე ინფორმაციით, საქართველომ მთავრობამ უზრუნველყო კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების პრიორიტეტიზაცია სამოქმედო გეგმებში. 2021 წელს დამტკიცდა საქართველოს განახლებული „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის" დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ამბიციურ მიზნებს, რომელთა მიღწევაც უნდა მოხდეს 2030 წლისთვის. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლებული დოკუმენტის შესრულებისა და ზედამხედველობის მიზნით, შეიქმნა სამთავრობო სარეკომენდაციო ორგანო - კლიმატის ცვლილების საბჭო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კლიმატის პოლიტიკის ეფექტიანად და გამჭვირვალედ განხორციელება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, თავისი ასწლიანი არსებობის ისტორიაში, პირველად მასპინძლობს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ევროპის მე-11 რეგიონულ კონფერენციას, რომელშიც 160 დელეგატი მონაწილეობს. ევროპის რეგიონული კონფერენცია ტარდება ოთხ წელიწადში ერთხელ რეგიონის ერთ-ერთ ქვეყანაში, რომელიც შეირჩევა კონკურსის წესით.

ვახტანგ ხმალაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებში შეიჭრა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა
გიორგი გობრონიძე - ხელისუფლება საზოგადოებასთან ბოლომდე გულწრფელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 22.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო