ეკა გიგაური ივანიშვილი-ევტუშენკოვის სავარაუდო საუბრის ჩანაწერზე - ვფიქრობ, ავთენტურობის დადგენის საკითხი მნიშვნელოვანია

ვფიქრობ, ავთენტურობის დადგენის საკითხი მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თავმჯდომარემ, ეკა გიგაურმა ივანიშვილი-ევტუშენკოვის სავარაუდო საუბრის ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ასეთი ტიპის ჩანაწერის არსებობა პრობლემურია და საქართველოს მთავრობამ უნდა შეისწავლოს.

„ვფიქრობ, ავთენტურობის დადგენის საკითხი მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ არ გავაკეთებთ ამას, ჩვენი დასავლელი პარტნიორები გააკეთებენ. დღეს, მათთვის მნიშვნელოვანია გაარკვიონ თუ ვინ დგას დასავლეთის გვერდით. როდესაც გვესმის ხელისუფლების პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციებს არ უერთდებიან, ცხადია, ასეთი ტიპის ჩანაწერის არსებობა პრობლემურია და შესწავლის საგანი იქნება. თუ ამას არ გააკეთებს საქართველოს მთავრობა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების შესაბამისი უწყებები ამას გააკეთებენ",- აღნიშნავს გიგაური.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში "კიბერ კმარას" მტკიცებით, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი ვრცელდება. სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ. ჩანაწერში ნახსენებია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელი, რომელზეც სავარაუდოდ, ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ მის მიერ გამოგზავნილ წარმომადგენელს სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. აღნიშნულის საპასუხოდ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი, ივანიშვილს სთხოვს, რომ მის წარმომადგენელს თავად ის შეხვდეს.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი