გორის მერმა სოციალური და გარემოსდაცვითი საწარმო დაათვალიერა

უზომოდ მადლიერი ვარ და ვაფასებ ევროკავშირის მხარდაჭერას. დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მომავალშიც აქტიურად გაგრძელებს თანამშრომლობას ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათი ხელშეწყობით მუნიციპალიტეტში კიდევ არაერთი კომერციული ობიექტი გაიხსნება, - ამის შესახებ გორის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გორელმა მეწარმეებმა მუნიციპალიტეტში, სოციალურ და გარემოსდაცვით საწარმოებში ათეულობით ადგილობრივის დასაქმება ევროკავშირის დახმარებით შეძლეს.

„მიხარია, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში სოციალური და გარემოსდაცვითი საწარმოები ფუნქციონირებს. გორელმა მეწარმეებმა აღნიშნული ობიექტების გახსნა და ათეულობით ადგილობრივის დასაქმება ევროკავშირის დახმარებით შეძლეს. უზომოდ მადლიერი ვარ და ვაფასებ ევროკავშირის მხარდაჭერას. დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მომავალშიც აქტიურად გაგრძელებს თანამშრომლობას ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათი ხელშეწყობით მუნიციპალიტეტში კიდევ არაერთი კომერციული ობიექტი გაიხსნება. პირადად გავეცანი არსებული საწარმოების საქმიანობას. მათ უკვე საკმაოდ დიდი წარმატებები აქვთ და მჯერა, რომ კიდევ უფრო განვითარდებიან. გორის მუნიციპალიტეტის მერია კომპეტენციის ფარგლებში სრულ მხარდაჭერას უცხადებს მათ. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს”, - განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა შიდა ქართლის სახელმწიფო რმუნებულთან ვალერიან მჭედლიძესთან და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთან ლია მამულაშვილთან ერთად, მედიატურის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გახსნილი საწარმო დაათვალიერა.

ამასთან, საწარმო „ლიდერთან“ გორის მერია რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს მუნიციპალური თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში. შედაგად, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულ ქალბატონები ჭრა - კერვას და მოდელირებას უსასყიდლოდ სწავლობენ. თანამშრომლობის მიზანი დასაქმების ხელშეწყობაა. მედიატური გაიმართა CENN-ის პროექტის „EU4Youth – საზღვრისპირა რეგიონებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება მწვანე ზრდისთვის (SEED)“ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.

30.06.2025 / 09:10

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე