თინა ბოკუჩავა - საქართველოს ხელისუფლებამ როგორც იქნა მოუყარა თავი პასუხებს - ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა ეს იქნება ფუჭი, თუ არ მოჰყვება რეალური პოლიტიკური მზაობა

საქართველოს ხელისუფლებამაც როგორც იქნა მოუყარა პასუხებს თავი - ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, თუმცა ეს იქნება ფუჭი, თუ არ მოჰყვება რეალური პოლიტიკური მზაობა და რეფორმები,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირისგან გადმოცემული კითხვარის 1-ელი ნაწილის შევსებას.

ბოკუჩავას შეფასებით, ეს კითხვარი ფარატინა ქაღალდად რომ არ დარჩეს, ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა, რომელიც „სააკაშვილის გადაყვანის სახით არსებობს“.

„საქართველომ და მოლდოვამ ეს კითხვარი ერთი და იგივე დროს მიიღო. დიდი ხანია მოლდოვამ კითხვარზე პასუხი დიდი ხანია გააგზავნა. მოხარული ვარ, რომ როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამაც როგორც იქნა მოუყარა პასუხებს თავი და გააგზავნა ბრიუსელში. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, თუმცა ეს ნაბიჯი იქნება ფუჭი, თუ ამას არ მოჰყვება რეალური პოლიტიკური მზაობა და რეფორმები ხელისუფლების მხრიდან. ამაში შედის ისიც, რომ ქვეყანაში არ უნდა არსებობდნენ პოლიტიკური ტყვეები და პოლიტიკურ პატიმრები და არ უნდა ხდებოდეს სახელმწიფო ინსტიტუტების და მათ შორის სასამართლოს ინსტრუმენტალიზაცია, რაზეც ღიად საუბრობს მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საკუთარ რეზოლუციაში. ეს კითხვარი რომ არ დარჩეს ფარატინა ქაღალდად და საქართველომ შეძლოს საკუთარი პერსპექტივის რეალიზება, გამოიყენონ შესაძლებლობა, რომელიც არსებობს პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანის სახით და შემდეგ ერთად ვიმუშაოთ იმ რეფორმებზე, რომელიც აუცილებელია ევროინტეგრაციისთვის“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ევროკავშირისგან გადმოცემული კითხვარის 1-ელი ნაწილი საქართველომ უკვე მოამზადა და მთავრობა ევროკომისიას მას ორშაბათს გადასცემს. ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში