მიმდინარე წლის 28 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით სმარტ კაპიტალ ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ორგანიზაციები: საქველმოქმედო ფონდი ,,აი ია“ და ქართულ- გერმანული მუსიკათერაპიის ცენტრი ,,ბეკარი“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარესო ადმინისტრაციასთან ერთად რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ინიციატივით ღონისძიებას გამართავს. აგრეთვე, ამ ვიზიტის ფარგლებში, ოთხივე მხარის (ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი) მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ამბროლაურის, მუნიციპალიტეტში სამ დღიანი ღონისძიების ფარგლებში:
ღონისძიების ფარგლებში ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს, საქველმოქმედო ფონდს ,,აი ია“ და ქართულ-გერმანული მუსიკათერაპიის ცენტრს ,,ბეკარი“ შორის გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს შშმ პირთათვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ამ მიზნით აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში.
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"