ვაშინგტონში გამართულ „თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის სადილზე“ იმ ჟურნალისტების ხსოვნას მიაგეს პატივი, რომლებიც უკრაინაში, კრემლის შეჭრის შედეგად დაიღუპნენ.
შეხვედრას 2000 სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი, ასევე სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
„თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის სადილი“ კოვიდ 19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, ორწლიანი წყვეტის შემდეგ პირველად გაიმართა.
ასევე ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, თეთრი სახლის ლიდერი აღნიშნულ სადილს დაესწრო, რადგან აშშ-ის წინა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თანამდებობაზე ყოფნის დროს, ღონისძიებას ბოიკოტს უცხადებდა.
ცნობისთვის, ორი თვის განმავლობაში, უკრაინაში რუსული აგრესიას მედიის 8 წარმომადგენელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"