19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

პატიმრობაში მყოფი ბრალდებულების დაწესებულების გარეთ მყოფ პირებთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით “პატიმრობის კოდექსში“ ცვლილებები შედის

პატიმრობაში მყოფ ბრალდებულების პენიტენციური დაწესებულების გარეთ მყოფ პირებთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით “პატიმრობის კოდექსში“ ცვლილებები შედის.

პარლამენტს განსახილველად წარედგინა პროექტი, რომლის მიხედვით, ბრალდებულს, რომელსაც გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით სატელეფონო საუბრის უფლება შეზღუდული აქვს, ასევე ბრალდებულს, რომელსაც სატელეფონო საუბრის ლიმიტები (თვეში სამი ზარი) სრულად აქვს გამოყენებული, უფლება ექნება პენიტენციურ დაწესებულებას წერილობით მიმართოს და მოითხოვოს ადვოკატის ინფორმირება, მასთან შეხვედრის სურვილის თაობაზე.

ცვლილებების პროექტის მიხედვით, პენიტენციური დაწესებულება ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის დასრულებამდე, უზრუნველყოს განცხადებაში მითითებული ადვოკატისთვის იმავე განცხადებაში დაფიქსირებულ სატელეფონო ნომერზე შესაბამისი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა.

ამასთან, პენიტენციური დაწესებულებას ასევე ექნება ვალდებულება უზრუნველყოს, რომ ადრესატს ჰქონდეს შეტყობინების გაგზავნის შეწყვეტის მოთხოვნის უფლება იმავე ფორმით, რა ფორმითაც მისთვის შეტყობინების გაგზავნა ხორციელდება ან განსაზღვროს ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალება შეტყობინების გაგზავნის შეწყვეტის მოთხოვნისთვის.

ცვლილებებით, იუსტიციის მინისტრმა კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში ადვოკატისთვის შეტყობინების განხორციელების წესი და პირობები უნდა განსაზღვროს.

“პატიმრობის შესახებ” კანონში ცვლილებები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა. კომიტეტის ინფორმაციით, 2016 წელს წელს სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა გამომძიებლისა ან პროკურორის დადგენილებით გამოყენებული იყო - 229, 2017 წელს - 343, 2018 წელს - 650, 2019 წელს - 816, 2020 წელს - 509, ხოლო 2021 წელს - 481 ბრალდებულის მიმართ.

აღნიშნული ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა