საბა ბუაძე - „ქართული ოცნება“ ცდილობს უკრაინასთან მიმართებაში უფხო პოზიცია შეინარჩუნოს და ეს გაყიდოს როგორც რუსეთში, ისე დასავლეთში

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ბიძინა ივანიშვილისგან აქვთ დირექტივა, უკრაინასთან დაკავშირებით „უფხო, გაურკვეველი პოზიცია“ შეინარჩუნონ.

როგორც ბუაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ივანიშვილი ელოდება, რომელი მხარე გაიმარჯვებს და ახლა, როდესაც დაინახეს, რომ „რუსეთი ვერ იმარჯვებს, რიტორიკა შეარბილეს“.

„ვფიქრობ, ივანიშვილის მხრიდან ღარიბაშვილის და კობახიძის მიმართ პირდაპირი დირექტივაა, რომ ყველაფრის ფასად მოახერხონ, ეს უფხო, გაურკვეველი პოზიცია შეინარჩუნონ და ივანიშვილი შეეცდება ეს გაყიდოს როგორც რუსეთში, ისე დასავლეთში, მაგრამ ეს შეუძლებელია. ამ პოზიციით ივანიშვილი სერიოზულ დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს, რადგან არ შეიძლება უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში რუსეთთან მიმართებით ბუნდოვანება არსებობდეს. ივანიშვილი ელოდება, რომელი მხარე გაიმარჯვებს ამ ჭიდილში და როგორც უსინდისო და „ოპორტუნისტი“ ადამიანი, შემდეგ გამარჯვებულის მხარეს დადგება. ხომ ვნახეთ, როდესაც ეგონა, რომ რუსეთი იყო გამარჯვებული მხარე, რა განცხადებები გვესმოდა ღარიბაშვილის მხრიდან. ეს განცხადებები შერბილდა, რადგან დაინახეს, რომ რუსეთი ვერ იქნება გამარჯვებული. დღეს გვესმის შეცვლილი რიტორიკა, მაგრამ მთლიანობაში ივანიშვილის პოლიტიკა არის ეს, რომ დააფიქსიროს მაქსიმალური ბუნდოვანი პოზიცია, არ ახსენონ რუსეთი, არ იყვნენ თავგამოდებით პროდასავლურ ბანაკში იმისათვის, რომ ივანიშვილმა მოახერხოს და თავისი თავი გამარჯვებულს მიყიდოს. მაგრამ ეს ასე ვერ მოხდება. ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია, რომ საკუთარი თავი და ბედი მაქსიმალურად მჭიდროდ დავუკავშიროთ დასავლეთს. მაგრამ ეს რომ ასე არ ხდება, ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ერთგვარი გზავნილი. ეს ნიშნავს, რომ საქართველო მკვეთრად პროდასავლურ ბანაკში არ არის“,- განაცხადა საბა ბუაძემ.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება