ელენე ხოშტარია - სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მიხეილ სააკაშვილის ოჯახს, მის პარტიას და მზად ვარ ყველა საპროტესტო მოქმედებაში ჩავერთო

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მიხეილ სააკაშვილის ოჯახს, მის პარტიას ამ საკითხში და მზად ვარ ყველა საპროტესტო მოქმედებაში ჩავერთო , - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რაც შიმშილობის შემდგომ მკურნალობის არარსებობით არის გამოწვეული.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ამის ფონზე, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ისმის შეურაცხმყოფელი შეფასებები და განცხადებები.

„მინდა საგანგებოდ გამოვთქვა ჩემი წუხილი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ის დიაგნოზი და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გვესმის სპეცილისტებისგან, რომელთა შესვლა მასთან ძალიან დიდი პრობლემა გახდა, სრული, ობიექტური ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არ გვაქვს, მაგრამ რაც გვესმის, ეს არის ანორექსია, შიმშილობის შემდგომი და მკურნალობის არარსებობის გამო გამოწვეული მძიმე, ძალიან საგანგაშო მდგომარეობა. მე თავად მაქვს გავლილი შიმშილობის პერიოდი და ამ ეტაპებს გავდიოდი, მათ შორის საჭმლის მიუღებლობის ბარიერებს. ჩემს შემთხვევაში, მკურნალობის პირობებში გამოსწორდა, მაგრამ ყველას, მათ შორის იმ ხალხს, რომელიც შეიძლება გულგრილად უყურებს ან ნდობის ნაკლება აქვს ამ პოლიტიზირებულ და პოლარიზებულ სიტუაციაში, გაითვალისწინონ, რომ ეს არ არის კაპრიზი, ან ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ეს არის კონკრეტულად შიმშილობის შემდგომი გართულება, რასაც ვუყურებთ მის შემთხვევაში და დაკავშირებულია ასევე მკურნალობის არარსებობასთან.

რასაც ჩვენ ვისმენთ „ქართული ოცნების“ მხრიდან, ალბათ შეფასებაც რთულია ადამიანის სიტყვების, რომელიც პირველ რიგში, შეურაცხყოფს თავად ამის მთქმელს, შეურაცხყოფს ზოგადად, ადამიანს და ქვეყანას, როდესაც პრაქტიკულად, ადამიანის წამების პირობებში, შენ უბრალოდ სადისტურ განცხადებებს აკეთებ. ეს არის ძალიან დიდი ზიანის მომტანი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რადგან ჩვენ არ და ვერ უნდა ვიყოთ ქვეყანა, სადაც ნებისმიერი ადამიანის წამება, ცუდად ყოფნა, მთავრობის მხრიდან არის ასეთი სადიზმით გამოხმაურებული. ჩვენი, ყველას პრობლემა უნდა იყოს, მისი უფლებების ასეთი შელახვა.

მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ არის მხოლოდ მისი ოჯახის ან მისი პარტიის საკითხი. მე არ ვარ მისი პარტიის წევრი, აღარ მოვყვები ჩვენს განსხვავებულ ურთიერთობებს, მაგრამ მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, რომელიც უყურებს რუსეთის, პუტინის თავდასხმას და აგრესიას თავისუფალ უკრაინაზე, რომელსაც რუსეთის, ამ დიდი ბოროტების თავდასხმა ახსოვს საქართველოზე, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, უმოქმედობა და ჩუმად ყოფნა ნამდვილად არ შემიძლია. ამიტომ, მე ვუცხადებ სრულ მხარდაჭერას მის ოჯახს, მის პარტიას ამ საკითხში და მზად ვარ ჩავერთო ყველა საპროტესტო მოქმედებაში. რა თქმა უნდა, უმოქმედობის უფლებას ჩემს თავს ვერ მივცემ. ერთხელ გადავდგი ძალიან რადიკალური ნაბიჯი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ეს არ ყოფილა ემოციური, ან სიტუაციური, ეს იყო იმ პრინციპის დაცვის აუცილებლობა, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ზოგადად, ადამიანობას სჭირდება, პირველ რიგში. ამიტომ, არ ვაპირებ გაჩუმებას, ან გაჩერებას და ჩავერთვები აბსოლუტურად ყველა მოქმედებაში, მისი უფლებების დასაცავად“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე