ნიკოლოზ ვაშაკიძე ვილნიუსში კონფერენციაში „აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების ახალი წესრიგი - ევროპა საფრთხის ქვეშ“ მონაწილეობს

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძე ვილნიუსში კონფერენციაში „აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების ახალი წესრიგი - ევროპა საფრთხის ქვეშ“ მონაწილეობს.

„ევროპელი დემოკრატების“ ინფორმაციით, კონფერენციაზე დისკუსია უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში მსოფლიოში და ევროპაში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებზე და მათ შესაძლო განვითარებაზე გაიმართა.

მათივე ცნობით, ნიკოლოზ ვაშაკიძემ ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობის და უსაფრთხოების ახალი წესრიგის შესახებ წარადგინა, რასაც კონფერენციის მონაწილეთა შორის დიდი ინტერესი და გამოხმაურება მოჰყვა.

კონფერენცია იარლ ჰალმარსონის ფონდის ორგანიზებით ტარდება, რომელიც შვედეთის ლიბერალ-კონსერვატიულ, მოდერნისტების პარტიას წარმოადგენს. კონფერენციის თანაორგანიზატორია ვილფრიდ მარტენსის ცენტრი, რომელსაც ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრიდ მარტენსი ხელმძღვანელობს.

კონფერენცია ვილნიუსში 1-3 მაისს იმართება.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა