სოზარ სუბარი - საქართველოში სუიციდის პროგრამა ყველაზე კარგად მუშაობს, იმედი მაქვს, ეს არ დასჭირდება სააკაშვილს, მაგრამ თუ დასჭირდება, ამ პროგრამაში იქნება ჩართული

საქართველოში სუიციდის პროგრამა მუშაობს ყველაზე კარგად, იმედი მაქვს, ეს არ დასჭირდება სააკაშვილს, მაგრამ თუ დასჭირდება ჩართული იქნება ამ პროგრამაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ადაპტაციის აშლილობაზე საუბრობდა, რასაც სუიციდური ქცევაც ახასიათებს. სუბარი აცხადებს, რომ ციხეებში მისი მინისტრობის დროს სუიციდის პრევენციის პროგრამა „წარმატებით დაინერგა“.

„ადაპტაციური აშლილობა არ ვიცი, რას ნიშნავს, თვითონ განმარტავს ასე - დეპრესიული განწყობა, სუიციდური ქცევა, მადის დაქვეითება, გენერალიზებული შფოთვა და ა.შ. ციხეს ნებისმიერი ვერ ეგუება და სააკაშვილი თურმე მათ შორისაა, ვინც ვერ ეგუება, როცა სააკაშვილი ვერ ეგუება ამას, ეს უნდა გაითვალისწინოს დიდი ხნით ადრე ვიდრე ციხეში მოხვდებოდა და არ ჩაიდონოს დანაშაული, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. მე იმედი მაქვს, არანაირ სუიციდიალურ ქცევას არ ექნება ადგილი სააკაშვილის მხრიდან, თუმცა, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჯერ კიდევ 2013 წელს როცა მე ვიყავი სასჯელაღსრულების მინისტრი, ჩვენ დავიწყეთ მართვა სიუციდის პროგრამის ციხეებში და საქრთველოში დღეს, მსოფლიოში ყოველ 10 000 პატიმარზე აღებული ყველაზე ნაკლები სუიციდია. არ არსებობს ქვეყანა, სადაც სუიციდით 5-6 კაცი არ იყოს 10 000 პატიმარზე აღებული, საქართველოში ეს არასდროს აღემატება 1, მაქსიმუმ 2 ადამიანს და ბევრჯერ არც ერთი არაა წლის განმავლობაში", - განაცხადა სუბარმა.

ამასთან, მისი თქმით, როცა ლაპარაკია სააკაშვილის წამებაზე, ეს უკვე გადავიდა ანეკდოტების და ხუმრობის სფეროში.

სოზარ სუბარის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულება იგეგმება.

კითხვაზე, მოინახულებენ თუ არა მას მიხეილ სარჯველაძე, დავით სერგეენკო და დიმიტრი ხუნდაძე, სუბარი აცხადებს, რომ ეს ჟურნალისტების დასახელებული გვარებია, ხოლო თუ ვინ მოინახულებს, ეს მალე გახდება ცნობილი.

"გვახსოვს, როგორ აწამებდნენ მას თითქოს რაღაც დასხივებით, მანქანა იდგა საავადმყოფოში, ასხივებდა თურმე და ერთდღიანი ხუმრობის თემად იქცა, მერე იყო განცხადებები ფამაკოლოგიურ წამებაზე და ესეც მალე ყველას დაავიწყდა, მიუღებელი და არაადეკვატური ტერმინია, რომელსაც თვითონ სააკაშვილი იყენებს, რომ მისი ინვალიდიზაცია ხდება და თქვენი კოლეგები ამბობენ, მალე ბუჩქად თუ მცენარედ იქცევა სააკაშვილიო, ეს ყველაფერი ანეკდოტების თემაში გადავიდა. ადამიანის მიმართ რომ იყოს მართლა ჯანმრთელობის საფრთხე და წამების რაიმე ნიშანი რომ გამოვლენილიყო, მითუმეტეს, როცა საუბარია ყოფილ პრეზიდენტზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ შეწყვეტდა საქმის განხილვას, პირიქით მიანიჭებდა პრიორიტეტს და დიდი ხნის წინ იქნებოდა მიღებული საქართველოს წინააღმდეგ ძალიან მკაცრი გადაწყვეტილება. ის, რომ შეწყვიტა საქმის შესწავლა, ნიშნავს, რომ არანაირი საფრთხე მის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს არ ემუქრება და არანაირი წამებასთან მიმსგავსებული ქმედება არ ხორციელდება. თუ ადამიანი თვითდაზიანებას მიმართავს, როგორც ამას ამბობს სამედიცინო კონსილიუმის წევრი წულაძე, ამას სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულება მიაქცევს შესაბამის ყურადღებას. მისი მონახულება იგეგმება, გაიგებთ მალე, ვინ მოინახულებს", - განაცხადა სუბარმა.

ცნობისათვის, ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე იმ ექიმების მოწვევა და მოსმენა მოითხოვა, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა დადეს. ფრაქციამ ასევე კომიტეტს პენიტენციური სისტემის სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლების მოსმენის წინადადებით მიმართა. მათ ასევე ჯანდაცვისკომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძესა და პარლამენტის ვიცე-სპიკერს დავით სერგეენკოს, როგორც ექიმებს მიმართეს, სააკაშვილი პირადად მოინახულონ და მის მდგომარეობას ადგილზე გაეცნონ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს